არ მაპატიოთ!!!

მთელი კვირაა ყველა ადამიანის სტატუსები (როგორც ყოველთვის) ერთმანეთს ჰგავს. არა ცხონებული და დედაჩემის მიერ დატირებული ვიტნის შესახებ არა. “მაპატიეთ ყველამ თუ კი რამე მიწყენინებია”, “ბოდიში ბავშვებოო” და მისთ.. “პოპულარულმა გვერდებმაც” არ დააყოვნეს და სასწრაფოდ გააკეთეს ასეთივე შინაარსის სურათები.

ამას ქვემოთ დაბარებულივით აწერია "გააზიარეთ"

მოდით დავიწყოთ თავიდან. დავუშვათ მე რომელიმე თქვენგანს ვაწყენინე. აქედან გამომდინარეობს ორი რამ, ან მინდოდა ამის გაკეთება და ბოდიშს მაინც არ მოგიხდით, ან ვნანობ ჩადენილს და მინდა გთხოვოთ პატიება. აქედან კიდევ გამომდინარეობს, რომ მე ე.წ. შენდობას გთხოვთ მაშინ როცა ეს საჭირო იქნება, ან მე ვიქნები მზად. (აქვე ქვეპუნქტი) არ დაველოდები შენდობის კვირას, რადგან ეს მე შეურაცხყოფა მგონია! მარტო იმიტომ გამახსენდა, რომ ასეა საჭირო? თუმცა ამას შეიძლება გარკვეული გამამრთლებაც ჰქონდეს. ეს ეხება უშუალოდ იმათ ვისაც პატიებას თხოვენ.მთელი კვირა გაგახსენდება, რომ მან ბოდიში მოგიხადა და შენც მიიღებ (არასააფთიაქო) წამალს. გადაკითხვისას მივხვდი, რომ საოცრად უბადრუკი გამართლებაა, თუმცა თუ გნებავთ იყოს ასე..

პ.ს.კატეგორიულად გთხოვთ არ მაპატიოთ ამ კვირაში არაფერი! ხვალიდან შეიძლება! :დ

პ.პ.ს.  ისე უფრთხილდით ამ ახალ ვირუსს, ქე რომ ყველა შეაშფოთა!!

 

Advertisements

17 thoughts on “არ მაპატიოთ!!!

  1. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებს რაც შეეხება ეგ მართლა ამაზრზენია.
    თუმცა მიტევების დღე არის მართლმადიდებლური დღესასწაული და არანაირად არ არის სირცხვილი და შეურაწყოფა თუ ვინმეს რამეზე პატიებას თხოვ. მარა შენ შენი 2 მიზეზი გაგაჩნია ამისათვის და რავიცი აბა :დ მე ეს უფრო ეგოისტურად მიმაჩნია )

    1. აჰააა. გასაგებია შენი პოზიცია! 🙂 მაშინ მე ისევ ჩემს უფლებას გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ ეს ჩემი მოსაზრებაა და ბლოგზე გამოვაჭენე! :))) ყველას თავისი “ეგოისტური” აზრი აქვს! :პ

  2. ამას ქვემოთ დაბარებულივით აწერია “გააზიარეთ”

    ეს უკვე ამაზრზენიც აღარ არის, ბევრად უარესია.

    მიტევება მთელი გულით უნდა ითხოვო და არა “გასაზიარებლად” 😦 😦

  3. მე ვერ გავიგე, ანტიქრიატიანული პოსტია, თუ პოპულარობის დაცდილი და უკვე ჩაგოიმებული გზა???

    1. antiqristuanuli araa. chagoimebuli ra shuashia? da popularobisgan dacdili ara. es aris chemi azri imaze, tu ratom axsendeba yvelas mxolod axla patiebis txovna da ara raime gansakutrebuli qveteqstis mqone satanisturi mowodeba! 🙂

  4. მე არავისთვის მითხოვია პატიება და თავს იმით ვიმართლებდი ეს მიტევების დღეა და არა პატიების თხოვნისთქო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s