ზარი საფრანგეთიდან

რამოდენიმე დღის წინ, სადღაც საღამოს 10 საათზე, სახლში ტელეფონის ხმა გაისმა.(აქ საშინელებათა ფილმის კადრი არ წარმოიდგინოთ) რადგან არავინ არ შეიმჩნია ეს ხმა, ისევ მე ავეთრიე და მივეთრიე ტელეფონთან.
-ალო
-ალოოოოო!-დაიძახა ქალის გამყინავმა და უცნაურაქცენტიანმა ხმამ.
-გისმენთ..-დავიბენი.
-ილიას თხოვეთ!-ისიც დაბნეული ჩანდა.
ვიის?-ისეთი გაოცებული ხმა მქონდა, რომ კინაღამ გამეცინა. აქვე დავაზუსტებ, რომ ილია ჩემი აწ უკვე ალბათ 7-8 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუაა.
-ილია ბერიკაშვილს.
-უკაცრავად ქალბატონო, მაგრამ ილია გარდაიცვალა.-რაც შეიძლება მშვიდად და გასაგებად ვუთხარი.
-რაააააააააააააა?-იმხელა ხმაზე იკივლა, რომ სასმენი ორგანო ყურმილის გაწევით ძლივს გადავარჩინე.-როდის?
-დიდი ხნის წინ, ალბათ 7-8 წელია.-თან გონებაში ამოვქექე დიდი ხნის წინანდელი მოგონებები. ამ დროს ტელეფონი გაითიშა. მცირედ შოკში ვიყავი და დედაჩემთან გავედი და ყველაფერი მოვუყევი. მერე კომპს მივუჯექი და ამ დროს ისევ დარეკა ტელეფონმა. უკვე დედაჩემმა აიღო.
-გისმენთ..-თქვა დედამ.-არა ქალბატონო ილია ჩემი მამამთილი იყო და დიდი ხნის წინ გარდაიცვალა…. დიახ დარწმუნებული ვარ… 68-ის იქნებოდა..
ახლა კი აგიხსნით რა მოხდა. ეს ქალი, ვისაც საკმაოდ არასასიამოვნო ხმა ჰქონდა ეძებდა თავის კურსელ ილია ბერიკაშვილს, რომელიც სავარაუდოდ 50 წლის არის. თვითონ კი უკვე 20 წელია საფრანგეთში ცხვორობდა. დედაჩემს დიდხანს ელაპარაკა. იმდენი ბოდიში უხადა, რომ ლამის შეგვრცხვა.. 😀 დედას დაპირდა, საქართველოში თუ ჩამოვალ აუცილებლად გნახავთო.
იმ ღამეს ცუდად მეძინა. მესიზმრებოდა პარიზი, რომელშიც წასვლა ასე მინდა, ქართველი ქალი, რომელიც იქ არის, მაგრამ ან დაბრუნდება საქართველოში ან არა.
P.S.ეძღვნება უცნობ ქალბატონს, რომელიც ეძებს ილია ბერიკაშვილს! ❤

Advertisements

5 thoughts on “ზარი საფრანგეთიდან

    1. სხვათა შორის ვიფიქრე, ახლა რომ მამღეროს რა ვქნა-მეთქი! 😀 მე რომ მემღერა, ალბათ საქართველოში საერთოდ აღარასდროს არ დაბრუნდებოდა! 😀

  1. უეჭველი ჩამოვა ეგ ქალი და თქვენთანაც შემოივლის, მერე კი თავისთან დაგპატიჟებს ..შენ ეტყვი:– არა, იყოს არ შეგაწუხებთო! საბოლოოდ კი პარიზში “გაიჩითები” …: ))მმმმ… ჩემს პირს შაქარი :დ :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s