მენატრება

მენატრება სიმშვიდე. იცით როგორი? სრულ სუჩიმეს, მხოლოდ მუსიკის დაბალი ხმა რომ არღვევს.


მენატრება მეგობარი. ვითომ ახლოსაა, არადა ძალიან შორსაა. მასთან ერთად ჩაბჟირებამდე სიცილი, სრულიად უაზრო რაღაცაზე.
მენატრება მშვიდი ძილი. ყოველ ღამე ვცდილობ არაფერზე არ ვიფიქრო, არადა საფიქრალს რა გამოლევს.
მენატრება უდარდელი ლაპარაკი დაქალებთან, წეღან გვერდზე ჩავლილი ბიჭის თმის ვარცხნილობის გაურკვევლობაზე.
მენატრება დედა. ოღონდ მშვიდი და აუღელვებელი. ვითომ ახლოსაა, არადა ძალიან შორსაა.
მენატრება უპრობლემო ცხოვრება. მართალია, ასე არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ამდენმა ახალმა პრობლემამ ბოლო მომიღო.
ახლა კლავიატურაზე ვაკაკუნებ. სახლში მარტო ვარ. მარტო ყოფნა მიყვარს. ოღონდ ნაწილობრივ. ახლა მშვიდად ვარ. მუსიკას ვუსმენ და წიგნზე ვფიქრობ. ასეთი მდოგმარეობა მენატრება.
მენატრება ტირილი. ადრე თავს ტირილის უფლებას ვაძლევდი, ახლა აღარ.
ის მენატრება. ის, არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი ჩამიდენია, მაგრამ რა ვქნა? არა მოიცა! არ მენატრება საერთოდ, უბრალოდ მოგონებების გაცოცხლება მინდა. ის მოგონებები მენატრება.
რაღაც მჭირდება. არ ვიცი რა. საერთოდაც არაფერი არ ვიცი. ჯანდაბას ყველაფერი.. მაინც ყველაფერი მკიდია, სიკვდილიც და ალბათ უკვე სიცოცლეც.

Advertisements

9 thoughts on “მენატრება

  1. აუ ყველაფერ მენატრება რაც ჩამოთვალე,უპრობლემო ძილი,სიცილი და უი სიცილზე მოგიხსნი მაგ პრობლემას მარიშკალია ერთი ბლოგი ვნახე ეხლა მოვკვდი სიცილით ნახე შენც http://fashionmothers.wordpress.com/2011/06/28/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90-3-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E2%80%93-%E1%83%96/ :დ ცნობილ ქართველებზეა…ხო რას ვწერდი..მმმმ … მენატრება მეც მშვიდი დედა ,აი ისეთი პატარაობისას რომ მახსოვს…კიდევ კეთილი “მე” მენატრება : ))))

  2. ეგ ყველაფერი მეც მენატრება. განსაკუთრებით ძილი… : ) წლების მატებასთან ერთად სამწუხაროდ ეს პრობლემებიც იზრდება…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s