არის მანდ ვინმე ნამდვილი?

თქვენ ჩემო (არა)ძვირფასო საზოგადოების წევრებო, რომლებიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენთ ამ სამყაროსთვის იცით თუ არა “რანი ხართ და რად იქცევით?”. აჰ, ჩაფიქრდით? ნუთუ აზროვნების უნარი მართლაც შეგრჩათ? შეურაცხყოფა იგრძენით? ანუ გრძნობელობაც დაგრჩათ? დიდება ალაჰს! ახლა კი უკვე სერიოზულად გაბრაზდით და საუკუნოთ ირწმუნეთ, რომ მე ათეისტი ვარ და სასტიკად დამგმეთ!
ალოოო!! თქვენ სულ გამოდებილ-დეგენერატ-სულელდიიით?
მოდით დავიწყოთ დავიდან. მე ვთვლი საზოგადოების უმეტესობას უნებისყოფო და უაზრო არსებებად. აქვე პასუხი კითხვაზე რატომ:-საზოგადოების ის ნაწილი, რომლიც წინა წინადადებაში მე ვახსენე არის ერთიდაიგივე აზრისა და შეხედულების მქონე, დაშტამპული ნაგავი. მე იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ერთნაირი რაღაც მოგწონდეთ, მაგრამ ასე გლობალურად?
თქვენ არაფერი არ გაღელვებთ გარდა თქვენს მიერ გამოქვეყნებული კომენტარის, ვიდეოს, სურათი თუ სტატუსისა.
მაგალითად მოგიყვანთ ყველასთვის საყვარელ სოციალურ ქსელ facebook-ს. სადღაც, ვიღაცამ გამოაქვეყნა სრულიად უაზრო და უშინაარსო სტატუსი ან ვიდეო, რომელზე კომენტარების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. საშუალოსტატისტიკურმა იუზერმა ნახა ის მოეწონა (ან არა) და დაწერა კომენტარი. ისე არც ამის წინააღმდეგი ვარ. ეს კომენტარი “მოწონებულ იქნა” რამოდენიმე ადამიანის მიერ, შემდეგ ზემოთხსენებულ პოსტის ნაირსახეობა გაზიარდა და მოედო მთელს ინტერნეტსივცრცეს. შემდეგ ყველამ დაწერა კომენტარებში ერთიდაიგივე და 3 დღის შემდეგ ეს ყველაფერი დავიწყებულ იქნა, რადგან ახალი პოსტი გაჩნდა. ახლა კი მთავარი სათქმელი:
ეს ყველაფერი უმნიშვნელოააა!!!!!!!!
ამის შესახებ მე ადრეც დამიწერია, მაგრამ რადგან არანაირი ძვრა არ მოხდა ამ მხრივ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იცხოვროოოოოთ! არა უბრალოდ გაატაროთ თქვენი ძვირფასი დრო, რომელიც მართლაც ძვირფასია და რაღა ჩემი აღნიშვნა უნდა და არ ჩერდება და არ ბრუნდება. არა! გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული, რაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და სხვა დანარჩენ შთამომავლებს დარჩებათ თქვენგან!
ნუ, რა თქმა უნდა, თქვენ იტყვით, რომ განსხვავებული ხართ და აქვე დაამატებთ მე რა უნდა გავაკეთოო?…. სწორედაც, რომ ამ კითხვის გამოა ეს ქვეყანა ისეთი, როგორის დაწერაც აქ უბრალოდ უცენზურო იქნება.. ისევ იგივე კითხვა ჩნდება მე როგორ შევცვალო ქვეყნის ბედი? მე არანაირად არ მოგიწოდებთ, გახვიდეთ ქუჩაში და მოაწყოთ ფსევდოპროტესტული გამოსვლები და მოსთხოვოთ ვინმეს რამე! არა, მე უბრალოდ გთხოვთ ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, გაარკვიოთ რისთვის ხართ ამ ქვეყანაზე დაბადებულნი, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ და ა.შ. გამოერკვიეთ თქვენს თავში!!
და ბოლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოსტი არავის ბედს არ შეცვლის და მხოლოდ თქვენს კლავიატურაზე აკრეფილი კომენტარით მორჩება ყველაფერი…

mf.freeman-ის დიდი თაყვანისცემელი ვარ და გირჩევთ აუცილებლად უყუროთ!

Advertisements

10 thoughts on “არის მანდ ვინმე ნამდვილი?

  1. ალაჰი რომ ახსენე, ეგრევე მივხვდი, რომ ათეისტი ხარ 🙂 ვაფასებ შენს მონდომებას, მაგრამ ჯერ შენ უნდა შეიცვალო, რომ მერე მთელი საზოგადოება შეცვალო. და იცი რატომ არის შენი მიზანი უტოპიური? როგორც შენ, ისევე ყველას სხვას ჰგონია, რომ არაფერიც არ აქვს შესაცვლელი

    1. ara alahi sxvanairad vaxsene da ateisti ar var! 😀 me darwmunebuli var, rom mec unda shevicvalo, mtavaria jer gavacnobiero is mdgomareoba, risi shecvlac minda, ase rom arc ise utopiuria chemi mdgomareoba! 🙂 ise ketili iyos sheni komentari chems blogze! 🙂

  2. ეგ ხუმრობა იყო 🙂 ალაჰს, რომ ახსენებ, არავინ იფიქრებს, რომ ათეისტი ხარ 🙂 ხშირად გესტუმრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი კრიტიკა არ მოგაკლდება 🙂

    1. ძალიან მჭირდება ჯანსაღი კრიტიკა! 🙂 სამწუხაროდ ბევრს ათეისტობა არაქრისტიანობა ჰგონია! :დ მოხარული ვიქნები შენი აქ ხილვით! :*

  3. მარიშკალია :**** იქნებ და ასეთმა პოსტებმა შეცვალოს რაღაც ან ვიღაც : )))
    უნდა წერო ! იმიტომ რომ სწორედ ამ წერის შედეგად იცვლება ადამიანი. სჯობს დაწერო და შეეცადო რაღაც გააკეთო ვიდრე უმოქმედოდ უყურებდე ამ ხალხს და შენს ტკივილს გულში იკლავდე.

    1. მე კი ყველანაირად ვეცდები, მაგრამ თუ არ გამომივა მეცოდინე, რომ ვცადე მაინც! მუდამ ველი შენს კომენტარს! ❤

  4. დიდ პრობლემას შეჭიდებიხარ ეს პატარ გოგო 🙂 იმისთვის, რომ შევიცვალოთ აუცილებლად დაგვჭირდება სარკე. მოდი შენ იყავი ჩვენთვის სარკე და ჩვენ ხშირად ჩავიხედავთ მარიშკალიას სარკეში 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s