მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

-თქვენი აზრით რა არის უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა?
-ჰმმ.. საინტერესო კითხვით იწყება საუბარი.. ის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი(მატერიალური თუ არამატერიალური) გენგრევა თავზე და გამოსავალი შეგუებაც კი არ არის.
-სად ისურვებდით ცხოვრებას?
-ამჯერად პარიზზე არ ვიტყოდი უარს.. თუმცა მთლად სიტყვაზეც არ მენდოთ! სასტიკად გარდამავალი ხასიათი მაქვს!
-რა არის უმაღლესი ბედნიერება?
-ზუსტად არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ. ბედნიერება იმდენად შეუცნობელია, რომ ხანდახან ვერც ვხვდებით რამდენად ბედნიერები ვართ..
-თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
-ღმერთო რა მოსთვლის მათ.. ალბათ ერთი უნდა დავასახელო არა? ჯანდაბა.. :დიდხანსფიქრი: უფ არ მყავს გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟები! აი ბოლოს წინას წინა რაც წავიკითხე იმას გეტყვით!  “ამაო გარჯა სიყვარულისადან” როზალინა მომეწონა! არ ვიცი რატომ.. ისე “დორიან გრეის პორტრეტიდან” ლორდი ჰენრი მიყვარს ძალიან!
-თქვენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი?
ვაი.. რა ვიცი აბა! ისტორიისადმი ცოტა მწყრალად ვარ განწყობილი.. პირველი ვინც გამახსენდა ეს მარიამ დედოფალია. ან ელეონორა რუზველტი. თამარ მეფე! ცოტა ფემინისტური პასუხია..
-თქვენი საყვარელი მხატვარი?
კლოდ მონე, ვან გოგი, მოდილიანი..
-თქვენი საყვარელი კომპოზიტორი?
-პატარაობაში ძალიან მიყვარდა ჩაიკოვსკი. მოცარტი მიყვარს ძალიან.
-რომელ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად ქალში?
-მიზანდასახულობას, ოპტიმიზმს, გონებრივ განვითარებას! 😛
-რომელ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად მამაკაცში?
-ყურადღებიანობას!!! განათლებას, ჯენტლმენობას და სხვათა შორის ორივე სქესში ვაფასებ იუმორის გრძნობას!
-რომელი ადამიანური სათნოებაა თქვენთვის უფრო მომხიბვლელი?
-როგორ თუ სათნოება? სათნოება რაიმე კატეგორიებად იყოფა?
-თქვენი საყვარელი საქმიანობა?
-უსაქმურობა! თუმცა არც ისე ზარმაცი ვარ! სიმღერა, ცეკვა, წერა(თუ ჯღაბნა), ლაპარაკი, კითხვა, ძველი სურათების თვალიერება, ყველგან ძრომიალი! ისე არც ერთი წესიერად არ მეხერხება! წიგნის კითხვას თუ არ ჩავთვლით. აბა რა მოხერხებულობა უნდა კითხვას?!

-თქვენთვის ნაცნობი რომელი ადამიანი გინდოდათ რომ ყოფილიყავით?

-ნაცნობებიდან არავინ. უბრალოდ ზოგ რამეს შევცვლი(დი) ჩემს თავში.
-თქვენი ხასიათის მთავარი თვისება?
-უიმორის ჩაკვეხება ყველგან! ცოტა სიჯიუტეც, ადამიანებზე ზრუნვა..

-რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?
-უფ! მეგობრები ძალიან მშველიან. ზუსტად იციან, როდის რა უნდა მითხრან! მათი იმედი ყოველთვის მაქვს. თუმცა ამ წუთას ყველა მჭირდება და სადღაც გაქრნენ! 😀
-თქვენი მთავარი ნაკლი?
-უზომოდ ბევრი ლაპარაკი! მეუბნებიან, რომ ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ..
-თქვენი წარმოდგენა ბედნიერებაზე?
-ბედნიერ მომენტებს არ წარმოვიდგენ, მე მათ ვქმნი!
-რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე დიდი უბედურება?
-ახლობელი ადამიანის დაკარგვა. მშრალად გიპასუხეთ ვიცი.
-როგორი გინდოდათ ყოფილიყავით?
-მფრინავი ზღარბი! 😀 მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა მე და სხვას არ უნდოდეს ჩემი გაუმჯობესება!
-თქვენი საყვარელი ფერი?

-წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი.
-ყვავილი რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
-მდააჰ.. გავიხსენო ახლა ყვავილები.. ეე არ მიყვარს დიდად არც ერთი! 😀
-თქვენი საყვარელი ფრინველი?
-ყველა ფრინველი მიყვარს(რომელიც დაფრინავს). 😛 მერცხალი ალბათ და  ფარშევანგი!
-თქვენი საყვარელი მწერალი?
-ჯანდაბა! 😀 ო’ ჰენრი მიყვარს ძალიან! ქართველებიდან ილია.
-თქვენი საყვარელი პოეტი?
-ლადო ასათიანი, გალაკტიონ ტაბიძე (წაკითხული მაქვს!),
-რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?
-ტყუილს! მიუხედავად იმისა, რომ მეც ხშირად ვიტყუები!
-ნიჭი რომელსაც გინდათ ფლობდეთ?

-სიმღერა! ამ ნიჭის არ ქონის მიუხედავად მაინც ვაყრუებ ოჯახს და მეზობლებს! 😛
-როგორი გინდოდათ რომ მომკვდარიყავით?
-სულ არ მინდა სიკვდილი! მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ მანქანა დამეჯახებოდა! 😀
-თქვენი სულიერი მდგომარეობა ამჟამად?
-თუ სულიერი მდგომარეობა შეიძლება იყოს დაღლილი მაშინ დაღლილი ვარ..
-ქმედებანი, რომელიც თქვენს შემწყნარებლობას იმსახურებს?
-ისეთი რაღაცეები მიპატიებია, რომ ალბათ (თითქმის) ყველფრის პატიებას შევძლებ.
-თქვენი დევიზი?
-hakuna matata!
-თუკი ოდესმე შეხვდებით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ მას თქვენთვის ეთქვა?
-ამ კითხვაზე კლავიატურამაც კი გაჭედა! O_o.

P.S. ამ პოსტით ვითომ ტეგ-თამაშს ვიწყებ. კი არადა rockermeloman-მა  დაწერა და მეც გავაგრძელე! 🙂

P.P.S.სურვილისამებრ გააგრძელეთ და კომენტარებში გამაგებინეთ სად ვნახო!

Advertisements

13 thoughts on “მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

  1. ვაიმე შე მართლა კალიავ :დ დადადადა :დ ნწ ნწ ნწ წნ :დ (გალაკტიონი და არა გალაქტიონი, ეს ისე ჩუმად), ჰო ისე ცოტა სხვაგვარად გაგიგია კითხვები, კარგი იყო ეგ მომენტი :დ მფრინავი ზღარბის კულმინაცია ხომ საერთოდ :დ აკუნა მატატაო ვაიმე :დ

    1. გააკეთე მაინტერესებს! 😀 სიკვდილი ხო წაკითხული გაქვს და აი ეგაა რა! 😛 ხოდა ისე არ მგონია ზღარბზე დამთხვეოდა! 😀

  2. გამოხმაურება: მარიშკალიას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s