“ნიპრიჩომ” პოსტი

ზღარბი!
მოიცადეთ! არ აღელდეთ! უბრალოდ მინდოდა 2012 წელს პირველი სიტყვა ბლოგზე ზღარბი ყოფილიყო! მიზეზი არ ვიცი და ტყუილად მკითხავთ! ეს წინადადება პირდაპირ ესიტყვება სათაურს! 😀
ილიას დაწერილის არ იყოს, მართლაც “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”. მე ვერაფერს გეტყვით, მითუმეტეს გასახარებელს.

მე თქვენ არ მოგიყვებით როგორი საახალწლო განწყობა მქონდა, რადგან თუ ჩემი ერთგული მკითხველი ბრძანდებით ამის შესახებ ინფორმაცია გექნება, მაგრამ თუ არა გადახედე რამდენიმე წინა პოსტს და დარწმუნდებით იმაში, რომ საერთოდ არ მქონია საახალწლო განწყობა 11:59-მდე. 12:00-ზე იმედია ნაპერწკალივით გამიხარდა დრაკონის წლის შემოფრენა, მაგრამ ეს იმდენად წამიერი იყო, რომ დატკბობაც კი ვერ მოვასწარი წესიერად!

პირველში დაქალის სახლს შევუტიე შოკოლადით ხელში და ამავე ხელზე (და მეორეზეც) წავისვი ელექტრიკად ცისფერი ფერის მანიკური! ამის აღნიშვნა კი ნამდვილად “ნიპრიჩომ” გახლდათ. პირველი იანვარი ტრადიციულად ცუდად მთავრდება ხოლმე.

რეალურად უფრო ელექტრიკია! 🙂

ბედობას კი დაქალებთან ერთად გავეთრიე “სასეირნოდ”. რა მოყვა ამ სეირნობას:
1.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალი საჭესთან იგივეა, რაც ბრმა თხა ქუსლებზე.
2.დიდი წინდახედულობა რომ გამოვიჩინეთ ყველამ და თმაგაშლილები გავედით ქარში. გამომდინარეობის ნიშანი: მთელი გზა ვიწუწუნეთ სავარცხლის უქონლობაზე.
3.იმდენი ვიარეთ, რომ რაც საახალწლოდ მოვიმატე დავიკელი(მგონი). ზეე გახარებული სახით დაწერილი წინადადება!
4. ძველი თბილისი რაც უფრო ზემოთ მიდიხარ, უფრო და უფრო ძველდება და საშიში ხდება სიცოცხლისთვის.5. გადავიღეთ ბევრი სურათი! ფოტოაპარატის გარეშე რომ გამოვჩენილიყავი, ამ პოსტის დაწერის “პრასვეტი” არ მქონდა!
6.გამიჩნდა სურვილი ერთხელ, როცა დათბება მარტო წავიდე ძველი თბილისის ქუჩებში. იქაურობამ ის შთამაგონა, რომ კინაღამ კედელზე მივაწერე მოთხრობა!

ეს თვალში ძაან მეცა! ნომერს არ გადავუგე, რავიცი არ ღირს-მეთქი ვიფიქრე.

7.ბევრი ბოდიალის შემდეგ მშობლიურ პეკინზე მოვწანწალდით და გავსიჯე “ლუკა პოლარეს” ლატე და რაღაც კარგი ნამცხვარი!

8.რაც მთავარია დავრწმუნდი, რომ ქართველი ხალხი ხამია! მაგდონალდსში იმდენი ხალხი იყო კარი არ იღებოდა! მე საიდან ვიცი და ახლოს ვიყავით დაღლილები და სითბოსა და სკამს მოწყურებულები, თანაც ისე, რომ მაღალი ფასების გამო პირადობის დატოვება არ დაგვჭირვებოდა… თავი ვიმართლე რა!
დღეს კი 3 იანვარია! ვინც არ იცით იმათთვის! მთელი დღე ვუსაქმურობ, როგორც არდადეგებს შეჰფერის! ვცეკვავ ამ სიმღერაზე და ვცდილობ ავყვე, მაგრამ ვშიშობ მეზობლებმა არ გადამასახლონ..

შემთხვევით ვისარგებლებ და კიდევ ერთხელ მივულოცავ ჩემს საყვარელ მოლი ბლუმის ბლოგს ერთი წლის დაბადების დღეს!
P.S. ისე ვინმემ გადამარჩინეთ და ჩემს უხმო და უსმენო მეზობელს შეაგნებინეთ, რომ ღამე, როცა ყველა ნორმალურს თუ არანორმალურს, ცხოველსა თუ მწერს, სძინავს მაშინ პიანინოზე დაკვრას და სიმღერას მინიმუმ უცენზურო რეპლიკების მომრავლება მოყვება! უცებ წარმოვიდგინე იატაკის საწმენდ ჯოხს რომ ვურტყავ ჭერს!
P.P.S.დიიიდ პირობას ვდებ, რომ ამ წელს საუკეთესო პოსტებს დავდებ! ასეთებს აღარ! 😀

თემკოს თხოვნით დადებული სურათები! 😛

ჩემი გოგოები! ❤
Advertisements

12 thoughts on ““ნიპრიჩომ” პოსტი

  1. მადლობა მადლობა 🙂

    და ქალს საჭესთან რას ერჩი? 🙂 🙂 ყველა ხომ არ არის ბრმა თხა ქუსლებზე 🙂

    პეკინის პოლარე მიყვარს ძალიან. მანდ ჩამოჯდომა შეიძლება და იმიტომ. ოღონდ, არ ეწევიან 😦

    მშვენიერი პოსტია, უკეთესი არ გვინდა, ასე გააგრძელე.

    1. მადლობთ ძვირფასო! და არაფერს! 😛
      შენ რომ ის ქალი გენახა, მაგას არ მეტყოდი! 😀 ნახევარი საათი აყენებდა პატარა მანქანას ჯიპის დასატევ ტერიტორიაზე! 😀

  2. რომ დამთავრდა მეწყინა : ))) რა არის გოგო დაგედო ფოტოები და დაგეწერა მეტი : ))) …. ხვალ დადე კიდე …. :* შენს ბლოგზე მიყვარს შემოსვლა რაღაც მშობლიურს ვგრძნობ …მმმმმ ოდი გაკოცო :* :))) 😉
    ნეტა “რაღაც კარგი ნამცხვარი” როგორ გამოიყურებოდა? :*

    1. თუ მართლა გაინტერესებს ის სურათები ავტვირთავ! :)) იცი როგორი იყო? აი წარმოიდგინე ზებრა ხო იცი? აი ეგეთი! 😀 მოოდი ვირტუალურად ჩაგჯუჯგნო! ❤

  3. ეეეი რა საყვარელი პოსტია ❤ ლაიქ ❤ ხოო ის შენი ''ლატე'' თუ რაღაც მე დავასრულე (((((((= გემრიელი იყოო ((((= და კიდევ დიდი პატივია თქვენს ბლოგზე ყოფნა ჩემთვის (((((=

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s