ახალი წელი პარიზში

მე მინდა ახალ წელს პარზში შევხვდე. ეიფელის კოშკის ან ლუვრის გამო არა! არც სიყვარულის პოვნა მინდა “მარადიული სიყვარულის ქალაქში”, უბრალოდ მინდა “ვალენტინოს” წითელ კაბაში გამოწყობილმა, 31 დეკემბერ საღამოს ჩემი სასტუმროდან გამოვიდე და პარიზის წვრილ ქუჩებს გავუყვე. ვისეირნო მანამ, სანამ არ დავიღლები, შემდეგ კი ერთ პატარა და მყუდრო კაფეში დავჯდე, ყავა და ტირამისუ შევუკვეთო და მხიარულ ფრანგებს დავაკვირდე. მვუსმინე მათ მელოდიურ ენას, რომელზეც თითქმის არაფერი მესმის!
ქუჩაში მხირული სანტა მინდა შემხვდეს, რომელიც გამვლელებს ულოცავს დამდეგს. მას თბილად გავუღიმებ, მაგრამ ალბათ ვერაფერს ვეტყვი. ვინმე ქუჩის მუსიკოსთან ერთად ერთ ნაცნობ სიმღერასაც ვიმღერებდი.
ვიპოვი ერთ, მაღალ სახლს, საიდანაც მთელი პარიზი გამოჩნდება, მის სახურავზეც ავალ ქუსლიანი ფეხსაცმლის და ძვირფასი კაბის მიუხედავად და დაველოდები 12 საათს. როცა ფეიერვერკები დამთავრდება, რომელიმე სახლში დაუპატიჟებლად შევიჭრები და ბოლო ხმაზე დავიძახებ goole translate-დან დაზეპირებულ სიტყვებს: heureuse nouvelle année!!!!!! გაოცებულ ოჯახს დავტოვებდი და ღიღინით დავუბრუნდებოდი ჩემს დამხვედრ ქალაქს, რომელისგანაც დიდ სასწაულს ველოდი! ისე თუ ვინმე სიმპატიური ახალგაზრდა ფრანგი შემხვდებოდა დიდი სიამოვნებით ვეცეკვებოდი ვალსს(რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა ზაფხულში მასწავლა! <3).
P.S.მრავალ ახალ წელს დაესწარით ჩემო საყვარელო მკითხველებო, მადლობთ, რომ ამ 3 თვის განმავლობაში რაც მე ბლოგოსფეროში გამოვჩნდი თვალს ადევნებდით ბლოგს. წარმატებას და თქვენი სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ!
სიყვარულით და პატივისცემით თქვენი მარიშკალია! ❤

Paris je t’aime… ❤

 

 

 

Advertisements

11 thoughts on “ახალი წელი პარიზში

  1. მეც წამიყვანე რა : ))) მე სკრიპკაზე დავუკრავ :დ ( მერე რა რომ არ ვიცი ):D

    ——————

    მეც გილოცავთ და გისურვებთ… ყოველი მომდევნო ახალი წელი იყოს სურვილების და ოცნებების ასრულების პერიოდი.

  2. მიყვარს ასეთი საოცარი საახალწლო სურვილები თუ ოცნებები,როგორ ჰქვიათ არ აქვს გადაწყვეტი მნშივნელობა.. ❤ უბრალოდ მთავარი ისაა,რომ ნამდვილად ამას ჰქვია ოცნება და სანატრელი ღამმე..
    გისურვებ აგსრულებოდეს,ხომ იცი რაც გულით გინდა ხდება ხოლმეო..
    🙂

  3. აიი აიი მეც როგორ მინდა პარიზში შენ არ იციი ((((((((= ჰემინგუეიმ შემაყტვარა იქაურობა თავისი აღწერებით (((((((= მმმმ მოხალული წაბლის სუნი ეხლაც მცემს (((((=

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s