ჩემი დილა

მამაჩემი ხმაურიანად გავიდა სახლიდან და კარებიც გასაღებით დაკეტა. გამომეღვიძა და მივხვდი, რომ დაძინების “პრასვეტი” აღარ მქონდა. ავდექი, მაგრამ ჩაცმის დაზარების გამო, თაგვიან პიჟამოზე პირდაპირ დიდი, თბილი, ვარდისფერი ხალათი შემოვიცვი. ე.წ. ჩუსტები რომ ვერ ვიპოვე, უგებს დავწვდი და წინდაზე ამოვცვი. მშიოდა, მაგრამ არ შევჭამე. სააბაზანოში რომ შევედი, ისეთმა ნაცემმა არსებამ გამომხედა, რომ სასწრაფოდ შევიხსი წყალი, მაგრამ ამანაც ვერ მიშველა, ისევ ნაცემი არსება ვიყავი, ოღონდ ახლა უკვე სველი. სამზარეულოში შევედი, მაგრამ მაინც არ შევჭამე და კომპიუტერთან გამოვედი.
გამახსენდა! დღეს ოთხშაბათია! ვიფიქრე მოლის ახალი ჯეოპარდი ექნება-მეთქი და შევირბინე სანახავად. მართალი აღმოვჩნდი, მშვენიერი ჯეოპარდი დამხვა. ცხოვრებაში პირველად მივიღე მასში მონაწილეობა და ვნახოთ რა იქნება!
facebook-ზეც შევირბინე, მაინც რა იცი რა ხდება! არაფერიც არ ხდება, ყველა სტატუსი ასეთი იყო:აუ მეძინება, წავედი, მშია, გამაგდეთ ვინმემ აქედან… გამოსვლას ვაპირებდი და კლასელმა მომწერა. დავრჩი. ისევ ბლოგზე დავბრუნდი. ზოგიერთი პოსტი ვნახე და მერე კუჭმა უცენზუროდ მომიხსენია და სამზარეულოში გავედი. ჩაი დავისხი და მჭადების მომზადებას შევუდექი. (ისევ ვწერ თითქოს ძნელი იყოს)
ახლა ვზივარ აქ. ლინმიანი ჩაით(ი)  ვტკბები და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რომ 3 საათზე “ზუბნაია ფეია”-სთან უნდა წავიდე.. ვინც ვერ მოხვდა სტომატოლოგი ვიგულისხმე..
P.S. გუშინ უკვე მერამდენედ ვუყურე mr. and mrs. smith.. ეჰ რა სახლს ანგრევეენ.. 😦
P.P.S.რა უცნაური დილა მაქვს! 😀

Advertisements

12 thoughts on “ჩემი დილა

  1. 😀 “ზუბნაია фეიას”–თან 3 წელი დავდიოდი ( კბილებს ვისწორებდი) და ისე მივეჩვიე ხანდახან მომენატრება ხოლმე კაბინეტის სპეციფიკური სუნი: მენთოლის და კიდევ იოდის ნაზავი…მაგარი ჩაკაიფებული გამოვდიოდი ხოლმე იქედან :დ
    აუ მეც ეგეთი დილა მქონდა ოღონდ რომ გავიღვიძე ეგრევე საშინელებათა ფილმი ჩავრთე . როცა სახლში მარტო ვარ მაშინ ვინებივრებ თავს მსგავსი ფილმებით : ))) მერე ჩემს ბლოგზე შემოვედი და შენი კომენტარები სულ მახარებს : )))) გუშინ ჩემმა დაქალმა მკითხა რას წვალობ გააუქმე ვინ კითხულობსო და შენ გამახსენდი : )))) : *

  2. აუუუ,როგორ მეშინიაა “ზუბნაია ფეიებიის” 😦
    მისტერ და მისის სმიტები მეც მიყვარს. 🙂 და კიდევ ლიმნიანი ჩაი მომინდა ახლა მეც. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s