ღია წერილი საზოგადოებას

მოგესალმებით (არა)ძვირფასო საზოგადოებავ. ამ წერილის პირდაპირი ადრესატები თქვენ ბრძანდებით. მე თქვენს რიგებში დიდი ხნის განმავლობაში ვიმალებოდი, იმის შიშით, რომ თქვენ არ მიმიღებდით, მაგრამ ამ წერილით მე ხმამაღლა მინდა განვაცხადო, მე თქვენი აზრი ფეხებზე მკიდია!! წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამდენად ბედნიერი ვარ  ამ განცხადებით. სანამ ამ აზრამდე მივიდოდი ძალიან ბევრი რამ მოხდა. ბევრი დამცირება თუ შეურაცყოფა გამიგია. ბევრი ტყული მომისმენია და ზოგი მათგანი დამიჯერებია. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.
საზოგადოებრივი აზრი ისეთივე ფარსი და უმნიშვნელოა, როგორც თავად საზოგადოება. ის დაკომპლექტებულია ერთ თარგზე გამოჭრილი, უაზრო ე.წ. უროდებისგან, რომლებსაც არაფერი შეუძლიათ, გარდა ვითომ “საკუთარი” აზრის დაფიქსირებისა და სხვების გაკრიტიკებისა. რომელიმე თქვენგანს ტვინი ეყოფა და შემეკამათება, რომ ყველ ასე არ არის-ო, კარგით ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ხომ არის? ამ უმეტესობის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გონებადადებილებული, სახეზე ერთნაირი გამომეტყველების მქონე, ხმადაყენებული არსებები არიან, რომლებიც სხვების დამცირებით ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. მამრობითი სქესის წარმომადგენლებიც თითქმის ასე არიან, მაგრამ ისინი ხმას არ იყენებ და საპირისპირო სქესის ყოველ ხუმრობის ცდაზეც “საყვარლად” არ იცინიან. მოკლედ არ მესმის ამ ხალხის აზრის გამო ჩემს ნერვულ სისტემას საფრთხე რატომ უნდა შევუქმნა.ჰ
თუმცა ყველაფრის და მიუხედავად, მე მაინც მადლობელი ვარ , რადგან მათ მასწავლეს თუ როგორი აუტანელი, უსამართლო და ხშირად უმიზეზოა ცხოვრება. გამომაფხიზლეს და უნებურად ჩამოაყალიბეს ჩემში მტკიცე ხასიათი. მართალია ამას გარკვეული შედეგები ჰქონდა, მაგალითად როგორიცაა უნდობლობა ყველასადმი. ფაქტიურად არავის ვენდობი. მწარე გამოცდილება..  და ვიტყუები.. უზომო რაოდენობით ტყუილს ვამბობ. მაშინაც კი როცა სიმართლის თქმა მინდა ეს არ გამომდის. ერთადერთი საუკეთესო მეგობარს არ ვუმალავ არაფერს. ეგ არაფერია მთავარია საზოგადოების მომაბეზრებელი აზრისგან გავნთავისუფლდი და დანარჩენი “კ ჩორტუ”!

P.S.დიდი პატივისცემით მარიშკა!

ეს ვარ მე! 😛

Advertisements

11 thoughts on “ღია წერილი საზოგადოებას

  1. Hakuna Matata!
    What a wonderful phrase
    Hakuna Matata!
    Ain’t no passing craze
    It means no worries
    For the rest of your days
    It’s our problem-free philosophy
    Hakuna Matata!
    Hakuna Matata!
    😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 D 😀

  2. იქიდან გამომდინარე, რო საზოგადოების უმრავლესობას, მართლაც ერთფეროვანი და დაშტამპული წუმპე წარმოადგენს, სრულიად გეთანხმები. ასეთების აზრი რომ მართლაც რომ უმნიშვნელო და არაყურადღებამისაქცევია. 😉

    1. ხო მაგაში ნამდვილად დაგეთანხმები.. მთავარია ჩვენ ჩვენი თავისუფალი და შეძლებისდაგვარად განსხვავებული აზრი გამოვთქვათ და დანარჩენს ყურადღება ნაკლებად მივაქციოთ! :)))

  3. ძალიან მომწონეს თქვენი შეხედულება და მივესალმები საზოგადოების წინაშე ხმის ამაღლებას ვინაიდან ქართული საზოგადოება არის კასტა და ქვეყნის განვითარება ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში. მე ვთვლი, რომ ჩვენი ,ბლოგერების, ვალია ხელი შევუშალოთ ამას და აქედან კომპიუტერების მონიტორებიდან ვებრძოლოთ “გაკერპებულ” აზრებს.

  4. ასე რა ! მეც მაგ აზრზე ვარ : )) მაგდაგვარი პოსტი უნდა დამეწერა,მაგრამ რადგან ახალი წელია კარს მომდგარი, ვეღარ მოვიცალე :)) შენ გითქვამს ჩემი სათქმელი და …. გენაცვალე შენ ! ❤ ჩვენი საზოგადოებისთვის მთავარია ღიად არ გააკეთოს ადამიანმა ცუდი და თუ ჩუმად აკეთებს ეგ არაფერია … თვითონ უარესებს აკეთებენ და შენ ერთ შეცდომას არ გპატიობენ. დიდი ხანია მეც მათი აზრი არ მაინტერესებს. მთავარია შენი " მე '' არ დაკარგო. საკუთარი თავის წინაშე უნდა იყო მართალი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s