საახალწლო პოსტი

სულ მალე, არა ძალიან მალე, მოიცა 19 დღეში ახალი წელი მოვაა!! რა მაგარია არა!? ისე (არ) მიყვარს ახალი წელი, რომ სულმოუთქმელად (არ)ველოდები! მოკლედ მე თუ არ მიყვარს ახალი წელი თქვენ რაღა დააშავეთ, რომ ახლა თქვენ გეწუწუნოთ და გიშხამოთ ხასიათი?! მოკლედ ვისაც გიყვართ ან არ  არ გიყვართ ახალი წელი გილოცააავთ!

წარმოიდგინეთ რა მაგარი წუთები, არა წამებია, როდესაც ახალ წელს ახალი იმედებით ხვდები? შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებ მთელ დროს და არც კი იფიქრებ, რომ მეორე დღეს რამე საქმე  გაქვს! არა სულ შენია ახალი წელი და გაერთე რამდენიც გინდა! მაგრამ მანამდე ხომ ნაძვის ხე უნდა მორთო? დიიდი, ლამაზი, ბრჭყვიალა ნაძვის ხე! დაკიდო ბურთები, წვიმები, ვარსკვლავები, ანგელოზები და მრავალი სხვა! თუ არ დაგეზარება საახალწლო ბაზრობებზეც შეირბენ და მაღალფასიან, მაგრამ დაბალ ხარისხიან ნაგავს გადაავლებ თვალს. მხედველობის ორგანოში ნახევრადმთვრალი სანტა მოგხვდება და მოვაჭრე შემოგთავაზებს გაფუტკნულ ჩიჩილაკს!
საახალწლო კერძები არ დაგავიწყდეს, რომლებიც (სამწუხაროდ) მხოლოდ ახალ წელს კეთდება! ზუსტად 12 საათზე კი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გახვალ გარეთ და ფეიერვერკებს გაუშვებ! ლამაზი და ფერადი შუშხუნები!(რომელიც ჩვენს დაბადებას არ მოჰყოლიაააააა.. სიმღერით წაიკითხეთ ეს!)
რა ჯობია ქართული ტელესივრცის საახალწლო ფილმებით აჭრელებას? უკვე მერამდენედ ვნახავ თუ “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” და მერე უკან დააბრუნა და გულიც აუძგერდა.

“მარტო სახლში”-ს კიდევ ერთხელ ვაღიარებთ ძააალიან სასაცილო და საყვარელ ფილმად და აუცილებლად ჩავფიქრდებით “ნეტა მე რომ შვილი სახლში დამრჩეს”-ზე.


რუსთავი 2 და ფილარმონია იზრუნებენ ჩვენს იუმორის გაფხრეწილ გრძნობაზე და “კომედი შოუს” თუ რა ჯანდაბაც ქვია იმას წარმოგვიდგენენ!მაგრამ კოკა-კოლას საახალწლო რეკლამები ხომ გვიყვარს? მე მაგალითად ძალიან! ჯანდაბა თემას გავცდი!


მოკლედ ჩემო ძვირფასებო გიხაროდეთ ახალი წელი!
ახლა კი მოკლედ წერილი სანტას (თოვლის ბაბუას ან პაპას), რომელიც ლაპლანდიაში ცხოვრობს და თავისი ირმებით დაფრინავს აქეთ-იქით!
“გამარჯობა, ხო იცი, რომ წელს კარგი გოგო ვიყავი და თუ არ იცი გეტყვი: წელს კარგი გოგო ვიყავი! ჰოდა ჩემი შენდამი დიდი რწმენიდან და სიყვარულიდან გამომდინარე მინდა გთხოვო ჩემი ლეპტოპი, ბეეეევრი შოკოლადი და სურვილისამებრ ახალი ტელეფონი(თორემ ამ ცოდვიან მობილურს სიკვდილი მოვანატრე!). დიდი მადლბოა და ვიცი, რომ მაჩუქებ ყველაფერს! :D”
ჭირი აქა ჭირი იქაც, ქატო და ფქვილი ნიპრიჩოომ.. :)))
P.S.დაქალის თხოვნით დაწერილი პოსტი!

ასეთი ძაღლი მინდა!!
Advertisements

15 thoughts on “საახალწლო პოსტი

    1. გილოცავ მოლი შენ მეასე დამკომენტარებელი ხარ!! ვგრძნობდი, რომ ვიღაც განსაკუთრებული დაწერდა ამ კომენტარს! ასეთი ზრდილობიანი ვარ მე! 😀

  1. აუ როოგორ მომეწონა თან მაგრად გავხალისდი : ) “შე ჩემნაირო :* ” 😀
    ისე თოვლის ბაბუასთვის არასდროს არ მიმიწერია წერილი : )
    რას მივწერდი?
    😀 ” ძეძ მაროზ სამსახურში მომაწყვე რა 😀 “

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s