მზე ჩემს ქალაქში

ჩემი ქალაქი ბნელია. ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. ის ღამის წყვდიადს გავს და მთელი არსებით ეფლობა მის სიბოროტის წუმპეში.ფსევდოდიდებით შეპყრობილები ბნელ კუთხეებში მალავენ სინამდვილეს და კარგად შენიღბულები ხვდებიან ყველას. აქ ყველა “ჯიშისა და ჯურის” ადამიანს თუ “ცხოველს” შეხვდებით. ხელმოცარულ და უიღბლო ხელოვანებს, ცხოვრება მობეზრებულებს, უიმედოებს, უბედურებს და იშვიათად ბედნიერებს, პატარა მხიარულ ბავშვებს და მათ გულგრილ მშობლებს, რომლებსაც ყველაზე დიდი შეცდომა შვილის გაჩენა ჰგონიათ.. ქალაქის მთავარი ქუჩები კარგადაა შენიღბული და თვალისმომჭრელი სინათლის აბრმავებს ყველას. თქვენ, მე, მათ, სხვებს.
თუმცა საკმარისია ერთ ადგილას არასწორად შეუხვიო და დაინახავ თუ რა უბედურია ხალხი.
ქალაქი ყოველგვარმა სიკეთემ დაივიწყა. არაფერი წმინდა და ნათელი არ შერჩა.თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით პურის რიგები, მკვდარი სხეულები, შუქის მოლოდინი და ბრმა ტყვიები აღარ ამშვენებს, მაგრამ მათხოვრების, გაჭირვებულების, ლოთების და რაც მთავარია სწრაფი კვების ობიექტების ნაკლებობას არ უჩივის.ქალაქმა და მისმა ცხოვრებლებმა სიამაყე, პრინციპები და სინდისი დაკარგეს. მზემაც კი აქცია ზურგი. თავისი თბილი სხივები თავისკენ მოიხმო და ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ქალაქი კი ბნელმა მოიცვა. იღუპება ყველა. თქვენ, მე ისინი, სხვები.

 

Advertisements

6 thoughts on “მზე ჩემს ქალაქში

    1. უი მართლა? ვნახავ აუცილებლად! :)))) ნუ თუ იმ დაწესებულებას სადაც ყოველ დილას დავდივარ სკოლა შეიძლება ეწოდოს მაშინ კი! მეათე კლასში გახლავართ! 😀

  1. ეჰჰ იხრწნება საზოგადოებაა რას ვიზამთ!! მიგვატოვებს მზე აბა რა იქნება (((((=
    ისე თუ არ მერჩივნოს 90 იანელები დღევანდელებს ბევრად, მაშინ გვქონდა რაღაც ისეთი რაც დღეს არ გვაქვს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s