მე დავიბენი

სულ რაღაც 5 წუთის წინ განვაახლე facebook-ის სტატუსი და დავწერე: Is love tasty? მართლაც, არის გემრიელი?? ოღონდ საჭმელად გეკითხებით! გიკვირთ ხომ??  ერთ ჩემს მეგობარსაც გაუკვირდა და ჩემში ეჭვი შეეპარა! და გამიკვირდა ეს რატომ მოხდა.. მითხრა, რომ ეს მე არ მგავს.. მართლა? იქნებ მე სხვანაირი ვარ? მეც ხომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ? ჩემი სისუსტე შოკოლადია, ცოტათი მიყვარს რომანტიული ჟანრის წიგნები და იშვიათად ფილმები, რადგან მათ თითქმის არ ვუყურებ, მაგრამ როცა ვუყურებ ცხარე ცრემლით ვტირი. ზოგს გონია, რომ მე არ შემიძლია სიყვარული, რადგან არ მჯერა მისი. იცით როგორ არის ჩემი საქმე? მე არ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში მოვა თქვენი სათაყვანებელი სიყვარული და არც მისი მარადიულობის მჯერა განსაკუთრებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მე სიყვარულს არ ვიმსახურებ? მილიონჯერ მომსვლია კამათი ამ თემაზე და უმეტეს შემთხვევაში მათთან, ვისაც ჰგონია, რომ ზემოთხსენებული გრძნობა გამოუცდია. არაააა!! თქვენ არ იცით ეს რა არის! არც მე ვიცი და მან ვინც ეს იცის, სამუდამო საიდუმლოდ ტოვებს და მხოლოდ იმ ერთადერთს უმხელს.. რატომ არ, შეიძლება, რომ მეც დავიჯერო სიყვარულის არსებობის? იქნებ ასე უფრო იოლი გახდეს ყველაფერი? ხო ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვიღაც აუცილებლად უნდა შემიყვარდეს ახლავე! ეს ყველაფერი ძალიან ძალიან რთულია.
რაღაცნაირად ჩავფიქრდი. ნუთუ სხვებისთვის ყველაფერი ასეთი მარტივია? და მე ვართულებ ყველაფერს? საერთოდ ადამიანები ყველაფერს ართულებენ..  მოდით ვაღიარებ.. არ მინდა სიყვარული! იმიტომ, რომ მგონია ეს დიდ ტკივილს მოიტანს. თქვენ მეტყვით, რომ გავრისკო.. იქნებ არ ღირს? აღარ მინდა ამდენი სისულელები.. ბოლოს და ბოლოს პარასკევია..

P.S.პლაგიატობაში რომ არ ჩამეთვალოს, რამოდენიმე ფრაზა ამ პოსტიდანაა! :))

Advertisements

6 thoughts on “მე დავიბენი

  1. მოდი ერთად გავრისკოთ : )))) თუმცა მე მაინც უკან დავიხევ ერთი ნაბიჯით : ) იმედგაცრუების მეშინია : ))) თან უნდა გიღირდეს ეგ იმედგაცრუებაც,ჩემს ირგვლივ დღეს ისეთი “ტიპები” არიან მირჩევნია შამპანური მარტო დავლიო და მიზეზი კი ის მქონდეს რომ ” სთიუფიდ” კაცის გევრდით არ ვარ :დ
    შენდა ჩემს თავს კი ვუსურვებ რომ გ(ვ)ეპოვნოს ისეთი ადამიანი,რომლის დანახვაზეც გა(ვ)იფიქრებ! ‘კ ჩიორტუ ვსიო ‘ მე ის სიცოცხლისთვის მჭირდება!

    1. ყველაზე ცუდი ეგ გვჭირს მე და შენ რომ გვეშინია.. მერე რა, ეგ ხომ ბუნებრივია, რომ გეშინოდეს? ისე სიმართლე რომ ითქვას, ასეთ რამეს თუ ოდესმე დავწერდი არ მეგონა.. ალბათ მართლა არ მგავს მე..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s