არაფერი

1.

-რატომ ხარ ასეთი უიმედო?-წამოიძახა ბიჭმა.
-უიმედო არ ვარ…-ფიქრებიდან გამორკვევა სცადა გოგომ.
-მართალია, უიმედოც აღარ გქვია! უსიცოცხლო ხარ!
-ოჰ, შეურაცყოფა? საინტერესოა..
-ეგ რა შუაშია? შენს გამოფხიზლებას ვცდილობ..
-ცუდად ცდილობ..
-ღმერთო, შენ მაინც მიშველე..-თქვა ბიჭმა.

2.

-რისი იმედი უნდა მქონდეს?-იკითხა გოგომ.
-რაა?-ჩაეკითხა ბიჭი.
-მგონი გაიგე რაც გითხარი.
-რა მნიშვნელობა აქვს.. რამის მაინც!
-პასუხიც კი არ გაქვს.-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა გოგომ.
-სიყვარულის!!!-გაბრაზდა ბიჭი. გოგომ გაიცინა.
-რა გაცინებს?
-სიყვარულის?-ირონიულად იკითხა გოგომ.
-ხო სიყვარულის!
-რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, შუასაუკენეების დროს შეთხზულ ვნების ზრდილობიან სახელზე? კარგი რაა..
-მე შენ მიყვარხარ.-გაუბედავად თქვა ბიჭმა.
-მერე რა?
-არაფერი.

3.

ნუ იკლავ თავს!-თქვა ბიჭმა, როცა გოგომ სიგარეტი ამოიღო.
-ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შენ არ გეხება, თანაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაგასწრო და კოლოფზე დამიწერა კეთილისმსურველი ფრაზა “მოწევა კლავს”.
-რატომ არ მეხება?!
-თუ მითხარი რომ გიყვარვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდამ ერთად ვიქნებით და ბედნიერი დასასრული გვექნება.. ზღაპრის ბოლოს ჭირი მგონი ჩემთან მოდის..
-მე მაგის გამო არ მითქვამს ეგ..
-აბა რატომ თქვი?
-არ ვიცი.. თუ გინდა უკან წავიღებ ნათქვამს..
-სიტყვებს ვერ დააბრუნებ.- თქვა და სიგარეტს მოუკიდა.

4.

-შაქარი მომაწოდე რაა.- უთხრა გოგოს დაქალმა.
-აიღე..- შაქრის მაგივრად კი რატომღაც მარილი გაუწოდა..
-ისაა.. გასაგებია, რომ შაქარი არ გიყვარს, მაგრამ მე რას მერჩი?
-მაპატიე..
-რა გჭირს?
-რაღაც უნდა გითხრა.
-აბა?
-ვუყვარვარ..
-კიი აბაა!
-გეყო ცინიზმი..
-კარგი ხო..-მოკლე პაუზის შემდეგ კითხა-შენ?
-არ ვიცი.

5.

-წვიმა იწყებს.
-მერე რა?
-არ გაცივდე..
-შენ მაგაზე არ იდარდო..
უცებ წვიმამ დაუშვა. გოგომ უცნაურად გაიღიმა და ხელები გაშალა. წვიმამ უზომოდ გაახარა. ბიჭი გაოცებული იყო, დიდი ხნის განმავლობაში ასეთი ბედნიერი არ უნახავს. გოგომ ბიჭს გახედა და მასაც გაუღიმა.

6.

-იქნებ მეც მიყვარს? უცბათ ჰკითხა გოგომ დაქალს. დაქალმა გაოცებულმა შეხედა.
-შენ? გიყვარს? ვერ დავიჯრებ!
-რატომ? ეწყინა გოგოს.
-იმიტომ რომ შენ ხარ!
-მე შევიცვალე.
-შენი საქმისა შენ იცი..
-კარგი რჩევაა..

7.

-რაღაც უნდა გკითხო.-სიჩუმე დაარღვია ბიჭმა.
-რა?
-გიყვარვარ?
-წვიმს..
-არა უშავს, მიპასუხე.
-გაცივდები.
-გავცივდე! მიპასუხე!
-არ მინდა, რომ გაცივდე..
-რაში გაღელვებს?
-იქნებ მაღელვებს!?
-თემას ნუ გადაუხვიე! მიპასუხე გიყვარვარ?
-და თუ მიყვარხარ?
-კარგია.. ანუ გიყვარვარ!
-რა იდიოტი ხარ!
-რატომ?
-გიხარია რომ შენსას მიაღწიე?
-თავი რომ შეგაყვარე?
-ხო!-წამოსცდა გოგოს.
-აი თქვი!
-არა!
-კარგი ხო..
-რა ხო?
-არაფერი..

 

 

Advertisements

9 thoughts on “არაფერი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s