ALL YOU NEED IS MONEY

მთელი დღე დაბოღმილი დავდიოდი. ისევ გაურკვეველი მიზეზის გამო. დედაჩემი კი ძალიან მხიარული იყო. უცბათ მკითხა:
-ხელზე რა გაწერია?
-არაფერი..-ვუპასუხე გულგრილად და სახელო ჩამოვიწიე.
-მაინც??-მკითხა ღიმილით.
-არაფერი დედა..-უკვე გაბზარული ხმით ვუპასუხე.
-რა იყო რა არის ასეთი?
-ALL YOU NEED IS MONEY!
-ეგ რატომ გაწერია?-დაიბნა დედა. როცა იბნევა, ძალიან საყვარელია..
-იმიტომ. დღეს ჩემს კლასელს ეწერა ALL YOU NEED IS LOVE ჰოდა დავცინე რა! მერე კიდე ეს დავიწერე.
-რა გაცინებდა ერთი ვიცოდე!- თვითონაც გამიცინა.
-აბა რა უბედურებაა ამხელა გოგოს ეგ რო აწერია! (ვიგრძენი რამდენად სულელეურად გაიჟღერა ამ ფრაზამ 15 წლის ბავშვისგან) კარგი რა დეე, ახლა კიდე თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდო, თან ამ ორიდან ცხენმა მაინც თუ მოაღწია ჩემამდე  მადლობა უნდა ვთქვათ!-უცებ წარმოვიდგინე ტალახში ამოსვრილი ცხენი, რომელსაც პირში წითელი ვარდი ჰქონდა.. (ბანალური, მაგრამ ლამაზი ყვავილია). გამეცინა.

-მდაა. რა დღეში გაქვს ნერვები!-ამოიოხრა დედამ და ჩაი დამისხა. ის უკვე მიეჩვია ჩემს დღეში 9-ჯერ ცვალებად, უცნაურ ხასიათს. შემდეგ ისევ ღიმილით მკითხა:-წამოდი ტელევიზორს ვუყუროთ არ გინდა?
-ცოტა ხანში მოვალ.. კომპიუტერში საქმე მაქვს.-ამ დროს ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა.. აა ხო.. პოსტს ავტვირთავ ბლოგზე..

P.S.ეს სინამდვილეში არ მომხდარა, მაგრამ ის ნაწერი რომ დედას რომ დაენახა, ალბათ ზუსტად ასე იქნებოდა ყველაფერი.

money money money..

 

სადღა არიან ასეთები..

 

Advertisements

3 thoughts on “ALL YOU NEED IS MONEY

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s